სუს-ში ბრიფინგი დაინიშნა

სუს-ში ბრიფინგი დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი დაინიშნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, ბრიფინგი 12:00 საათზე დაიწყება.

სუს-ში განცხადება კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, სავარაუდოდ, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ გაკეთდება.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია დღეს დილიდან, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, ის თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. სავარაუდოდ, აყვანილია ახმეტ ჩატაევთან კავშირში მყოფი 3 პირი. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაიჭრა ერთი ადამიანი.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ