თურქეთში საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი დააკავეს, ისინი, სავარაუდოდ, ჩატაევის გარემოცვის წევრები იყვნენ

თურქეთში საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი დააკავეს, ისინი, სავარაუდოდ, ჩატაევის გარემოცვის წევრები იყვნენ

თურქეთში, ტრაპიზონის პროვინციაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმრის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

"კვირის პალიტრის" ანალიტიკოსის, ნინო ბურჭულაძის ინფორმაციით, დაკავებულები თურქეთში ჩატაევის გარემოცვის წევრები იყვნენ.

"ჩვენი ინფორმაციით, თურქეთის კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული აჰმედ ჩატაევის გარემოცვიდან არის. დაკავებული პირი ჩატაევის თურქეთში ყოფნის დროს ითვლებოდა მისი გარემოცვის წევრად. იბრძოდა თუ არა სირიაში, ამაზე ინფორმაციას არ ვფლობ", - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

თურქული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმრის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებული სხვადასხვა დოკუმენტაცია ამოიღეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ