ვრცელდება ვიდეომასალა, რომელიც პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე შსს-მ სასამართლოში წარადგინა

ვრცელდება ვიდეომასალა, რომელიც პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე შსს-მ სასამართლოში წარადგინა

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს ვიდეომასალას, რომელიც პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე შსს-მ სასამრთლოში წარადგინა და რომელიც მოსამართლემ საქმეს მტკიცებულებად დაურთო. როგორც ცნობილია, ვიდეოჩანაწერის მიწოდების თხოვნით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შსს-ს დღეს მიმართა.

ჩანაწერში რატიანის მხრიდან პოლიციელების მიმართ გინება და შეურაცხმყოფელი ფრაზები ისმის.  ვიდეომასალასთან დაკავშირებით დაცვის მხარემ განაცხადა, რომ არ ასახავს სრულ ეპიზოდს და საქმეს არ უნდა დაერთოს მტკიცებულებად, თუმცა მოსამართლემ საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ცნობილია, პოეტი ზვიად რატიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დააკავეს, პოლიციას პოლიციას ფიზიკურ და მორალურ ზეწოლაში ადანაშაულებს. საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 29 დეკემბერს 4:00 საათზე გამოაცხადებს.

ნახეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ