კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:56 / 28-12-2017
პროკურატურა 51-ე სკოლასთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებზე ახალ განცხადებას ავრცელებს
პროკურატურამ თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ არასრულწლოვნების განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ არასრულწლოვანს - გ.ბ-ს და გ.ჯ-ს ბრალდება დაუზუსტა.

ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც AMBEBI.GE უცვლელად გთავაზობთ:

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს დ.ნ-ს, დ.ღ-ს და ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ა.ს-ს და თ.ჩ-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ა.ს. დახმარებისთვის ნათესავს მ.კ-ს დაუკავშირდა. მ.კ. მეგობრებთან ერთად 51-ე საჯარო
სკოლასთან მივიდა. სკოლასთან ასევე შეიკრიბნენ ა.ს-სთან და თ.ჩ-სთან დაპირისპირებული არასრულწლოვნები. დაპირისპირებულმა მხარეებმა ა.ხორავას ქუჩა 4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც მოზარდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს გ.ბ-მ და გ.ჯ-მ ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან დ.ს-ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანების გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შემდეგაც გ.ბ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან ლ.დ-ს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა მეორე დღეს.

დაკავებულ არასრულწლოვნებს გ.ბ-ს და გ.ჯ-ს თავდაპირველად ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარედგინათ, ხოლო გამოძიების მიერ მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე 2017 წლის 27 დეკემბერს ბრალდებულებს ბრალი დაუზუსტდათ. გ.ბ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, ასევე ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო გ.ჯ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო", - ნათქვამია განცხადებაში.
11:46 / 29-12-2017
თბილისი
0
თბილისი შენნაირი ბოღმიანი ხალხი რომ არსებობს იმიტომ ხდება ამდენი მკვლელობა,სხვის აზრს პატივს რომ არ ვცემთ და მხოლოდ სარკაზმი შეგვიძლია ესაა ყველას უბედურება(ნიჭიეროთი, რომ მომართავ და პასუხისგებაში არიანო მიცემულნი მეუბნები,იქნებ იმასაც მიაქციო ყურადღება,თუ რა მუხლით არიან პასუხისგებაში მიცემულნი).
გამოეხმაურე / 0 /
16:06 / 28-12-2017
ნანა
0
გააჩნია სკოლის სიდიდეს და ყოველ სართულზე 2 ან 3 მორიგე მასწავლებელი და მშობელი უნდა იყოს. ადრე ასე იყო, ახლაც შეიძლება ასეა, მაგრამ ეზარებათ და ძირითადად ზერელედ მორიგეობენ. მარტო მანდატური ვერ უშველის.
გამოეხმაურე / 1 /
16:19 / 28-12-2017
nini
0
შვილების აღზდა უნდა ისწავლონ მშობლებმა, ლუკა პურს ძლივს ვშოულობთო და როდესაც გატხოვებაზე მიდის საქმე ან დაქორწინებაზე მაშინ რატომ არ ფიქრობენ რომ ჯერ უნდა შექმნან და მერე შვილები იყოლიონ, ეს მშობლები სულ წუწუნში როგორ არიან, ახლა სხვა ცხოვრებაა აღარავის არ უნდა სხვისი შვილის მოვლა.
მსგავსი სიახლეები
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
იმ მტკიცებულებათა შეკრება, რაც მიუთითებს დანაშაულის უშუალოდ საქართველოში ჩადენაზე, გართულებულია
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მოხდეს აღნიშნული პირის დაკავება
"ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი პირის, ა.ს.-ს მშობელი მართლაც არის პროკურატურის მუშაკი"
+VIDEO: პროკურატურა 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი მეგის ქარდავა დაკავებულია
"ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი"
საქმე უფლებადამცველის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას ეხება
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49