კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:37 / 29-12-2017
7 ათასი დოლარი გაყალბებული ნახატის სანაცვლოდ - სუს-მა ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები დააკავა
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები ამირან დ. და ქეთევან დ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდნენ ფერწერულ ნახატზე ყალბი დასკვნის გაცემას, თითქოსდა აღნიშნული ნახატი იყო რიხარდ ზომერის ორიგინალი ნამუშევარი, რის სანაცვლოდაც მოსთხოვეს და გამოართვეს 7 000 აშშ დოლარი.

2017 წლის 27 დეკემბერს, ამირან დ-მ და ქეთევან დ-მ, ზემოაღნიშნულ პირს მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 1 000 აშშ დოლარი
გამოართვეს.

2017 წლის 28 დეკემბერს, დაკავებულებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გადასცეს დასკვნა, სადაც მიუთითეს, რომ აღნიშნული ნახატი იყო რიხარდ ზომერის ორიგინალი ნამუშევარი და გამოართვეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის დარჩენილი ნაწილი, 6 000 აშშ დოლარი,რა დროსაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ"" ქვეპუნქტით და 25, 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ"" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

იხილეთ ვიდე
14:30 / 29-12-2017
...
1
chveulebrivi danashaulis provocirebaa meti araferi, miugzavnes agenti romelmac ararealur saqmeshi fulis gaketeba shestavaza, es aris mteli chveni ushishroeba.
გამოეხმაურე / 0 /
14:20 / 29-12-2017
veterani
0
მიხედეთ მუზეუმს.ამას 20-30 წლის წინ<br />
უპატიოსნესი რესტავრატორი იორამაშვილი<br />
შეეწირა.
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
სუს-ში განცხადება კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, სავარაუდოდ, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ გაკეთდება
დაკავებული, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის, დუმილის უფლებას იყენებს
სუს-ისთვის საგარეო დაზვერვის შეერთებასთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს წარედგინება
"დაგვირეკა და გვითხრა, რომ გავყავარ, მაგრამ არ ვიცი რა მიმართულებით"
"ხელისუფლება იბარებს ახალგაზდებს, საუბრობს გადატრიალებაზე"
"ეს იყო ხელისუფლების მიერ დადგმული სცენარი, რომელიც უშუალოდ შუშის კოლბაში დაიგეგმა"
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო
სუს-ი გამოძიებას განაგრძნობს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49