კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:23 / 29-12-2017
ზვიად რატიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 2 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა
სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე წარდგენილ მუხლში დამნაშავედ ცნო.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სასამართლოდან იუწყება, რატიანს 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ პოეტი რამდენიმე დღის წინ ჩატარებული საპოლიციო კონტროლისას დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ. თავად რატიანი კი სამართალდამცველებს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. რატიანის განცხადებით, დაკავების შემდეგ პოლიციელებმა მას სასტიკად სცემეს. ზვიად რატიანის აღნიშნული განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება პოლიციელების მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების
ფაქტზე დაიწყო.
15:17 / 29-12-2017
ბათუ
5
ადამიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში ასეთ დროს მოეკითხება მას 'ნუ იგინები...' ნათქვამია მთვრალ კაცს ძაღლიც არ შეჰყეფსო
გამოეხმაურე / 1 /
17:40 / 29-12-2017
პასუხი
0
მაშინ დავთვრები ახლა მე და ვეგინებ ყველას დედას პასუხი არ მომეთხოვება? არ მომეთხოვება კი არა შეიძლება ტყვია დამაჭედინ და ღირსიც ვიქნები. მთვრალი კაცს ძაღლი არ შეჰყეფს მაშინ როცა ისე იქცევა, როგორც კაცი და არა როგორც საქონელი.
14:47 / 29-12-2017
bidzgvina
3
ეჰჰ, როგორც ჩანს როგორც წინა ხელისუფლების დროს იყო ახლაც ჯიბის მოსამართლეებითაა სავსე სასამართლო!! ძალიან უიმედოობით ვარ მე პირადად შეპყრობილი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ჯერ მორალურადაც გაუმართლებელია იმ ადამიანის გასამართლება იმ სტრუქტურის შეურაცყოფისთვის რომელმაც ასეთი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა ადამიანს!!! ამის მერე ვხვდები რაოდენ დაუცველები ვართ ადამიანები საკუთარი სახელმწიფოსგან...<br />
გამოეხმაურე / 4 /
15:33 / 29-12-2017
სანდრო
1
შენ ნახე რომ სტრუქტურამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა(თუმცა არც მე გამოვრიცხავ)? აბა რა იცი რომ შეურაცხყოფა მიაყენა დაჯერებულად რომ ლაოარაკობ? მაგ ლოთი და უზრდელი პოეტი რასაც გაიძახის მაგის გჯერა? იქნებ განგებ მიიყენა თვითდაზიანება? მასეთი ადამიანებიდან არაფერია გამორიცხული. ნასვამზე თავს თუ ვერ აკონტროლებს ყურძენი ჭამოს და ასეთი რამე აღარ შეემთხვევა
16:05 / 29-12-2017
სანდროს
0
იცი რას გეტყვი? მაგის გადამოწმება ადვილია გადი და აგინე პოლიციელებს.რა დგეშიც ჩაგაგდებენ მტერს არ ვუსურვებ!!!! პ.ს აბა რომ შეაგინებ რას მოელიო ––ეგეთი პასუხები არ მიიღება. პოლიციას და სრულიად სახელმწიფო სტრუქტურებს აქვთ თმენის ვალდებულება. დააშავა რამე კანონის წინაშე უნდა დააპატიმრო და არ უნდა სცემო
17:46 / 29-12-2017
bidzgvina -ს
0
მაშინ მთვრალა კაცმა მე რომ მაგინოს, ან შენ ან მოქალაქეს პოლიციელმა არ უნდა დაიჭიროს? ან რას ნიშნავს სტრუტურამ მიაყენა შეურაწყოფა, პოლიციელი არ არის სტრუქტურის წარმომადგენელი, მის მოთხოვნა რომ უნდა შესრულდეს და დაემორჩილო ეს ახლაი რამე? ისევ ღრუზინობა გვინდა ხო, პოლიციელებს აგინა, პატრიარქსაც და კიდე სისტემისგანაა შეურაწყოფილი მისი აღმატებულება პოეტი რატიანი, რეებს წერ საერთოდ ფიქრობ?<br />
<br />
17:54 / 29-12-2017
სანდროს - ს
0
და შენ ფიქრობ რომ ეხლა ეს ნაცემია, ან რატო არ ფიქრობ იმას, რომ ასეთი გახმაურებული რეიდების დროს არავის არ მიაყენებდნენ შეურაწყოფას, ან რას ნისნავს თმენის უფლება მოვალ ახლა და გაგინებ ითმონე რა კარგია, პოლოციელი ადამიანია და გამოსულს სახლიდან ცოცოხალი უნდა მივიდეს ამ დროს ვირაცა იგინება მისი მიმართულებით, ამან კი შენი ჭირიმე დაწყნარდი და ამ დროს დანა ან იარაღი რააძრო და ესროლა. ეს არის დაუწრელი კანონი პოლიციის მოოვნას არ ემორჩილება და აგრესიულია მას სეიძლება ციდი გაგრძელება მოყვეს ამიტომაც უნდა დააწყნარო ყველა ხერხით და სასუალებით რაც გაგაჩნია, ეს ასეა ყველგან ამერიკაში, ევროპში აზიაში და საქართველოში რა გინდა ღრუზინული საზოგადოება გინდა ჩამოაყალიბო, ღმერთმა მოგახმაროს მარა მე არ მინდა პოეტები ასე დაედას აგინებდნენ პოლიციას და პატრიარქს, და მორჩი სისულეებს
მსგავსი სიახლეები
რატიანი ადვოკატების საშუალებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
"ზვიად რატიანთან დაკავშირებული ვიდეომასალის გავრცელება იყო არასასიამოვნო ფაქტი"
"მცემეს რამდენჯერმე. ყველაზე დიდხანს მცემდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სანამ შემიყვანდნენ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49