კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:40 / 29-12-2017
მოსამართლე - ზვიად რატიანს ჯარიმა საახალწლო დღეების გამო შეეფარდა
მოსამართლის განმარტებით, პოეტ ზვიად რატიანს ჯარიმა საახალწლო დღეების გამო შეეფარდა. აღნიშნული განმარტება მოსამაართლე ქეთევან მინაშვილმა პოეტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

"ბატონო ზვიად, მინდა განგიმარტოთ, რომ ასეთი გადაწყვეტილება სასამართლომ საახალწლო დღეების გამო მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალი ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა", - აღნიშნა მოსამართლემ.

პოეტი ზვიად რატიანი დამნაშავედ ცნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე მუხლში და 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

"ზვიად რატიანთან დაკავშირებული ვიდეომასალის გავრცელება იყო არასასიამოვნო ფაქტი", - ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ს იურისტმა ბექა დოჭვირმა
განუცხადა. ამასთან, ჟურნალისტების კითხვა, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება ვიდეომასალის გავრცელებაზე, დოჭვირმა უპასუხოდ დატოვა.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბატონი ზვიად რატიანი ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში. როგორც ჩანს, სასამართლომ ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ ბატონმა ზვიადმა, ფაქტობრივად, აღიარა სამართალდარღვევა. რაც შეეხება მის ბრალდებებს პოლიციისადმი, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში და ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ღია, ობიექტური და ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან. გეთანხმებით, რომ ვიდეომასალის გავრცელება იყო არასასიამოვნო ფაქტი", - განაცხადა დოჭვირმა რატიანის სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ.
08:18 / 30-12-2017
SPQR
0
ეეე, თუ ეს ვაჟბატონი და მისი დამცველები მწერლები და პოეტები არიან, მაშინ გადასარევი პოლიცია, სასამართლო და ხელისუფლება გვყოლია
გამოეხმაურე / 0 /
15:32 / 29-12-2017
otari
2
ეს ვაიპოეტი მაინც ვერ გაიგებს სასამართლოს მიერ გამოვლენილ ლმობიერებას და იქით დაიწყებს ყაყანს დარწმუნებული ვარ!
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
რატიანი ადვოკატების საშუალებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
"მე არ დამიმალავს, რომ ჩემი მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა ეს მას შემდეგ, რაც მცემეს"
"მცემეს რამდენჯერმე. ყველაზე დიდხანს მცემდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორთან, სანამ შემიყვანდნენ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49