მოსამართლე - ზვიად რატიანს ჯარიმა საახალწლო დღეების გამო შეეფარდა

მოსამართლე - ზვიად რატიანს ჯარიმა საახალწლო დღეების გამო შეეფარდა

მოსამართლის განმარტებით, პოეტ ზვიად რატიანს ჯარიმა საახალწლო დღეების გამო შეეფარდა. აღნიშნული განმარტება მოსამაართლე ქეთევან მინაშვილმა პოეტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გააკეთა.

"ბატონო ზვიად, მინდა განგიმარტოთ, რომ ასეთი გადაწყვეტილება სასამართლომ საახალწლო დღეების გამო მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრალი ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებდა", - აღნიშნა მოსამართლემ.

პოეტი ზვიად რატიანი დამნაშავედ ცნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ორივე მუხლში და 2 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

"ზვიად რატიანთან დაკავშირებული ვიდეომასალის გავრცელება იყო არასასიამოვნო ფაქტი", - ამის შესახებ ჟურნალისტებს შსს-ს იურისტმა ბექა დოჭვირმა განუცხადა. ამასთან, ჟურნალისტების კითხვა, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება ვიდეომასალის გავრცელებაზე, დოჭვირმა უპასუხოდ დატოვა.

"სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბატონი ზვიად რატიანი ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში. როგორც ჩანს, სასამართლომ ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ ბატონმა ზვიადმა, ფაქტობრივად, აღიარა სამართალდარღვევა. რაც შეეხება მის ბრალდებებს პოლიციისადმი, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში და ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ღია, ობიექტური და ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან. გეთანხმებით, რომ ვიდეომასალის გავრცელება იყო არასასიამოვნო ფაქტი", - განაცხადა დოჭვირმა რატიანის სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ