თბილისში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა

თბილისში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა

თბილისში, გამრეკელის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მოხდა. როგორც ცნობილია, დამნაშავეს თან იარაღი ჰქონდა.

შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დამნაშავე დაცვის პოლიციამ და სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე, ადგილზევე დააკავეს. როგორც Ambebi.ge-ს უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ