კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:20 / 05-01-2018
13 ივნისის სტიქიის გმირი პატრული, გაზის გაჟონვას ემსხვერპლა...
თბილისში, თემქის დასახლებაში გაზის გაჟონვის შედეგად პატრულის თანამშრომელი და მისი მეუღლე გარდაიცვალნენ. კახა ქრისტესაშვილი და მისი მეუღლე, საკუთარ სახლში, 3 იანვრის დილით იპოვეს გარდაცვლილი.

როგორც აღმოჩნდა, პატრული ქრისტესაშვილი თბილისის 13 ივნისის სტიქიის ღამის გმირია. მისი ფოტო, რომელზეც ასახულია, როგორ გამოყავს პატრულს წყალდიდობის დროს, სვანიძის ქუჩიდან პატარა ბიჭი, ალბათ ბევრს გახსოვთ... ამ ფოტოზე სწორედ ქრისტესაშვილია ასახული. ამის შესახებ პატრულის მეგობარი წერს "ფეისბუქზე":

"გახსოვთ, ის პატრულის ოფიცერი, ვერეს ღვარცოფად მოვარდნის დღეებში, გადარჩენილი პატარა ბავშვით ხელში რომ დააფიქსირეს
კამერებმა და მთელი ინტერნეტი მოიარა...

შ.ს.ს-ს მაიორი, კახა ქრისტესაშვილი და მისი მეუღლე გარდაცვლილები ნახეს საკუთარ ბინაში... კიდევ ერთი ოჯახი იმსხვერპლა გაზის გაჟონვამ...

კახა ჩემი უახლოესი ძმაკაცია. კლასელი. მისი ქალიშვილის, ტყუპისცალის ნათლია ვარ. ღრმა ბავშვობიდან ერთად მოვდივართ... მეტს ვეღარაფერს ვიტყვი ახლა, აზრებს თავს ვერ ვუყრი... აცხონე უფალო, გევედრები..." - წერს გარდაცვლილი პატრულის მეგობარი კახა სულუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

აღსანიშნავია რომ, პოლიციის მაიორი ქრისტესაშვილი, 2015 წლის 13 ივნისს, ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის, გაბედული მოქმედებისა და სამაგალითო თავდადებისათვის, პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა მედლით "მხედრული მამაცობისათვის".

როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, პატრულის თანამშრომლისა და მისი მეუღლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
21:44 / 05-01-2018
ნელი
0
ძაააააალიან მეტკინა გული<br />
<br />
დაკრძალვაზე თითო ყვავილი მიიტანეთ ყველამ, ვინც თბილისში ხართ, გთხოვთ (მე შორს ვარ)
გამოეხმაურე / 0 /
21:19 / 05-01-2018
რუსიკო.
5
ესეც ჩვენი ევროპული საქართველო, მკვლელობები, ძალადობები, უმუშევრობა, შიმშილი, ლარის გაუფასურება, უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან: ზოგი გაზით იგუდება, ზოგი ვიგინდარას მსხვერპლი ხდება, ზოგს ისე გაუმწარდა ამ მთავრობის ხელში ცხოვრება სიცოცხლე აღარ უნდა, ზოგი უცხოეთში იხვეწება, რომელი ერთი ჩამოვთვალო ხალხნო როდემდე უნდა შვეჩვიოთ და გავუძლოთ ამდენ უსამართლობას, ძალიან გულსატკენია ასეთი ადამიანი რომ დაიღუპა, ალბათ უფალსაც სჭირდება თავისთან ასეთები, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები.
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
ზოგჯერ წვის პროცესის დროს ხდება ალის შეწყვეტა, ბუნებრივი აირი აღარ იწვის და ოთახში გროვდება, რაც საშიშია
შემუშავებულია სპეციალური პროექტი, რომელიც მთლიანად დედაქალაქში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში, სკვერებსა და ბაღებში სათვალთვალო კამერის მოწყობას ითვალისწინებს
მძღოლების მიერ ყველაზე ხშირად სიჩქარის გადაჭარბების, არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის,
"კლუბში ვიყავით მეგობრები, სადაც ცოტა დავლიეთ"
მცირეწლოვანი ბორჯომში ოჯახთან ერთად, დასასვენებლად არის ჩამოსული
"წყნეთი-ბეთანიის გზაზე 2015 წელს დაძრული მასის დაახლოებით 30% ისევ ფერდზე იყო დარჩენილი"
როდესაც ყელამდე წყალში ხარ და გარშემო ადამიანები განსაცდელში არიან, მხოლოდ ერთი ფიქრი გიტრიალებს თავში...
უხვი ნალექის გაგრძელების შემთხვევაში, არსებობს წყალმოვარდნის საფრთხე
+VIDEO| რეპერები "ჩამშვებებზე", მოსაწევზე, პატრულზე და ა.შ მღერიან
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49