"ევროპაბეთიდან" 165 000 ლარამდე თანხის გატაცების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

"ევროპაბეთიდან" 165 000 ლარამდე თანხის გატაცების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა "ევროპაბეთიდან" 165 000 ლარამდე თანხის გატაცების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორი პირი: 1996 წელს დაბადებული კ.კ. და 1995 წელს დაბადებული დ.მ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები მიმდინარე წლის 2 იანვარს თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ტოტალიზატორის - "ევროპაბეთის" შენობაში შეიჭრნენ, მოლარეს იარაღის მუქარით 165 000 ლარამდე თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა კ.კ. და დ.მ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ე.წ. "სტარტოვკა", მჭიდი, 7 ვაზნა და გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია მოტოციკლი, რომელიც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩასადენად გამოიყენეს და ნივთები, რომლებიც, პირველადი ინფორმაციით, გატაცებული თანხით არის შეძენილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ