ადვოკატი - ექსპერტიზაზე გაირკვევა რამდენად ახლო მანძილიდან არის ნასროლი, ასევე ხომ არ არის ორჯერ ნასროლი

ადვოკატი - ექსპერტიზაზე გაირკვევა რამდენად ახლო მანძილიდან არის ნასროლი, ასევე ხომ არ არის ორჯერ ნასროლი

თემირლან მაჩალიკაშვილის ექსპერტიზას ოჯახის მიერ აყვანილი დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ესწრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატმა განმარტა, ეს ხშირ შემთხვევებში არ ხდება და ამჟამად დამოუკიდებელი ექსპერტის დასწრება საკმაოდ მნიშვნელოვანია. მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, ექსპერტიზაზე რამდენიმე სხვა მნიშვნელოვანი დეტალიც დადგინდება.

"ექსპერტიზა უკვე დაწყებულია, თუმცა ამ ეტაპზე გაკვეთის პროცედურა ჯერ არ დაწყებულა, მოხდა ანაბეჭდების აღება. ეს მნიშვნელოვანი იქნება, რათა ხელყუმბარაზე მისი იდენტობა დადგინდეს. სხვა პროცედურებს მინიმუმ სამი საათი დასჭირდება. ექსპერტიზაზე გაირკვევა რამდენად ახლო მანძილიდან არის ნასროლი, ასევე ხომ არ არის ორჯერ ნასროლი. ასევე ჭრილობაში არის უცხო პატარა სხეული, რომელსაც ექოსკოპია გვაჩვენებს, თუ რა არის ეს უცხო სხეული", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

ადვოკატის თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასრულებისთანავე, მას პანკისში გადაასვენებენ. მისივე თქმით, თემირლან მაჩალიკაშვილს სავარუდოდ ხვალ დაკრძალავენ.

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში თემირლან მაჩალიკაშვილის ახლობლები, მისი ოჯახის წევრები და იურისტი იმყოფება. მარიამ კუბლაშვილის განმარტებით, ოჯახი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

"თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა დილის 6 საათზე გაუარესდა. როგორც მედიკოსებმა მე მითხრეს, ეს გარკვეულწილად პროგნოზირებადი იყო, თუმცა ჩვენ მრავალი კითხვა გვაქვს, თუ რატომ დადგა სიკვდილი, როდესაც ჩვენ მის წაყვანას უცხოეთში ვაპირებდით და ა.შ. რაც შეეხება თავად თემირლან მაჩალიკაშვილს, მისი გადასვენება საკუთარ სახლში დღესვე, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ მოხდება", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ