კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:54 / 10-01-2018
"ითქვა, რომ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და დროს წელავდნენ უცხოეთში გადაყვანაზე..." - უპასუხო კითხვები მაჩალიკაშვილის საქმეში
"ვიცოდით, რომ დღეებს ითვლიდა, ექიმები ტვინს ძალით აცოცხლებდნენ, თორემ მას სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა... ასევე ისიც თქვეს რომ, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა და ახლა გამოტყდნენ, ამიტომაც წელავდნენ დროს უცხოეთის კლინიკაში გადაყვანაზე... ახლა კი, როდესაც თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ თანხმობა განაცხადა, იძულებული გახდნენ, გაემხილათო. თუმცა, ახლობლებს ეჭვი კი ჰქონდათ, რომ რაღაც "ისე არ იყო" - აცხადებს პანკისელი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ახლობელი ჩვენთან საუბარში.

AMBEBI.GE-ს რესპონდენტი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, ამბობს, რომ ბოლო დღეებში ისიც კი გაიგეს, რომ
მძიმედ დაჭრილ ახალგაზრდას გამოძიების დასრულებამდე აუცილებლად უნდა ეცოცხლა, თუმცა, მისივე თქმით, "სხვა საკითხია რა შეცვალა სუს-ის მიერ ბოლო გავრცელებულმა ინფორმაციამ და საქმის გარშემო რას მოჰფინა ნათელი, რადგან თემირლანის ჩატაევის გარემოცვასთან ერთად ნახვა არაფერს ცვლის, რადგან პანკისელები, ყველა ერთმანეთს იცნობენ და შესაძლოა, მაჩალიკაშვილი იქ შემთხვევით აღმოჩენილიყო..." - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

"მოკლედ ბევრი ვერსია გახმოვანდა. მე მას ახლოს არ ვიცნობდი და როგორც ყვებიან, არც იყო ისეთი გახსნილი ბიჭი, ბევრი მეგობარი ჰყოლოდა. საერთოდ, ჩვენი ხალხი დიდად გახსნილი არ არის და არც ბევრი საუბარი ჩვევია... მის ახლო მეგობრებს ვიცნობ, მაგრამ არც ეს ნიშნავს, რომ მათ მასზე მეტი ეცოდინებოდათ... აქ ერთმანეთზე თითქოს ყველაფერი იციან, მაგრამ ამავდროულად არაფერი იციან, რადგან ზოგ შემთხვევაში, ადგილობრივებს ისე სწრაფად და მოულოდნელად მიუღიათ გადაწყვეტილება, ოჯახის წევრებიც კი გაოცებული დარჩენილან. არ ვიცი, ეს ბიჭი შეგნებულად თუ გულუბრყვილობით რამე კავშირში იყო ჩატაევთან, მაგრამ თუ სამართალდამცავ უწყებას მართლაც ჰქონდა რამე ხელმოსაჭიდი, ეს ისე უნდა გაეკეთებინათ, კითხვები არ დარჩენილიყო...

საერთო ახლობლებისგან ვიცი, რომ წინა დღეს, მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში, სოფლის ცენტრში ტრიალებდა თემირლანი და ასაყვანადაც უკეთესი სიტუაცია იყო. თუ კი, მას რამეში სდებდნენ ბრალს, - რატომ გადაწყვიტეს მისი სახლში აყვანა, ისე როგორც ეს გააკეთეს, თან გამთენიას, სახლში შევარდნით? - ამ კითხვაზე ოჯახს და ახლობლებს პასუხი არ აქვთ. თითქოს ყველაფერზე საუბრობენ, ამაზე - არა. ისე თქვეს, ალბათ იმიტომ, რომ ამასობაში ოჯახი მისი ტერორიზმთან კავშირის კვალს წაშლიდაო, თუ მას მართლა რამეს ედავებოდნენ, შეეძლოთ, ეს ორი საქმე ერთდროულად გაეკეთებინათ და ამდენი კითხვაც არ დარჩებოდა..." - ჰყვება ჩვენთან საუბარში პანკისელი, რომლის თქმითაც ოჯახი ამ ტრაგედიის გამო შოკშია. ახლობლები და პანკისის უხუცესთა საბჭო კი აქციებს აანონსებენ...

26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი თემირლან მაჩალიკაშვილი კი მძიმედ დაიჭრა. სუს-ში აცხადებენ, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. დაჭრილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. ამასთან, მათი თქმით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს და ხელში, ხელყუმბარა კი არა, მობილური ტელეფონი ეჭირა.

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ექიმების თქმით, ის დღეს დილით, დაახლოებით 8 საათისთვის გარდაიცვალა. მისი ექიმის, ზაზა ლურსმანაშვილის განცხადებით, მაჩალიკაშვილის მდგომარეობა დღეს, გამთენიისას გართულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

ოჯახი თემირლან მაჩალიკაშვილის გერმანიაში, ბერლინის კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, რაზეც ოფიციალური უარი გუშინ მიიღეს. ამის შემდეგ პაციენტის თურქეთში, კლინიკა "კოჩ-ჰოსპიტალში" გადაყვანას გეგმავდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან - ახმედ ჩატაევთან და მისი ჯგუფის წევრებთან კავშირი და მათი დახმარება ედებათ ბრალად.

2018 წლის 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოკადრები, სადაც მათი ინფორმაციით, ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში ახმედ ჩატაევის დაჯგუფის წევრები - რუსეთის მოქალაქე შოაიფ ბორზიევი, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ იძებნება. ასევე, ოპერატიულად დადგენილია, სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების ვინაობა, - რუსეთის მოქალაქე იბრაჰიმ ადაშევი, რომელიც, 2010-2012 წლებში საქართველოში სხვადასხვა ყალბის პასპორტით იმყოფებოდა და რუსეთის მოქალაქე, ასლანბეგ სოლტახმადოვი... გარდა ამისა, დაკავებულია ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ ძებნილი შოაიფ ბორზიევი.

"ახლა, ერთადერთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არის გამოძიებამ დროულად გასცეს იმ კითხვებს პასუხი, რომელიც ამ საქმის გარშემო გამოიკვეთა, - ოჯახი სრულად საფუძვლიანად სვამს კითხვას, - რატომ არ აიყვანეს ის ქუჩაში, დღისით, მით უფრო, რომ სპეცოპერაცია ნაკლები ძალისხმევით მოხერხდებოდა.. ეს კითხვა მეც მაწუხებს... ასევე აუცილებლად უნდა გამოიძიონ, რომ სპეცოპერაციის ჩატარებისას, ხომ არ მოხდა ძალის გადამეტება..." - ამბობს ჩვენთან საუბარში კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე.

მისივე თქმით, სხვა საკითხია, როგორ გამოეპარათ საქართველოს შესაბამის სამსახურებს ასეთი წონის ძებნილი პირების ქვეყანაში შემოსვლა:

"დანარჩენ დაკავებულებს, ჩემი ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ბინის გაქირავებას ედავებიან, რადგან ამას ჰქონდა ბინის გასაღები, თუმცა, ის ადამიანების არალეგალურად გადაყვანაში არ მგონია ყოფილიყო ჩართული, რადგან ჩვეულებრივი ხელოსანი იყო. მეორეს კი, თურქეთში სამუდამოდ დეპორტაცია ჰქონდა და შესაბამისად, ასე აქტიური ვერ იქნებოდა... ასევე, ჩნდება კითხვა, ეს ერთი ჯგუფია თუ ბევრი ასეთი ჯგუფია კიდევ შემოსული და ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს?..

ვიცი, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" კონტროლი დაეკარგა მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და ამის შემდეგ, როგორც ვიცით, გადარჩენილების დაბრუნების საკითხი დადგებოდა. აქ საუბარი არ არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, რუსეთის სპეცსამსახურების ინფორმაციით, ჩრდილო კავკასიიდან და აზერბაიჯანიდან რამდენიმე ათასი ადამიანი იყო წასული და სირიიდან დაბრუნებისას, მათთვის ყველაზე მოკლე მარშრუტი საქართველოს დერეფნად გამოყენება იყო..." - აცხადებს ექსპერტი, რომლის თქმითაც, შემდეგი გაუთვალისწინებელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, აუცლებელია ამ საკითხის საფუძვლიანად შესწავლა.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
13:17 / 12-01-2018
giga
3
თურმე ეძინა და თან ტელეფონზე ლაპარაკობდა მძინარე!!!!სპეც ოპერაცია ერთდროულად ჩატარდა და ერთად რამოდენიმე ადამიანი აიყვანეს, მარტოერთს ცალკე სოფლის ორღობეში კი აიყვანდნენ, მაგრამმაშინ სხვები გაფრთხილდებოდნენ!!!საინტერესია ბიჭს, რომელიც არ მუშაობდა, საიდან ჰქონდა ამდენი ფული ანგარიშზე,თან ისე, რომ მის შესახებ აშკარად არ იცოდა ოჯახმა? რატომღაც არავის ეცოდება მიკლული სპეცრაზმელი, მაგრამ ყველა დასტირის სავარაუდო ტერორისტს!!!!!!!
გამოეხმაურე / 0 /
14:39 / 11-01-2018
ნ**
13
ნერგავენ ისეთ სისტემას სადაც ძალოვნებს აქვთ ყველაფრის უფლება,და იქნებ რამხელა დაფინანსებას იღებენ ვითომ ასეთი ეფექტური ბრძოლისთვის ტერორიზმთან. და მაინც ბახტრიონს გაგახსენებთ სადაც ფშავ ხევსურები სწორედ პანკისში შეიკრიბნენ ქისტებთან ერთად მტერთან საბრძოლველად და ვაჟას რამდენიმე სტრიქონსაც მოგიძღვნით ქართველო "ვაჟკაცებო"ვინც ძალიან კმაყოფილნი ხართ ამ შედეგით " მკვდარია უგრძნობი კაცი,უსაზარლესი

მით რომე სიცოცხლე უდგას

სალის ყინულის ტახტზედა.

არ ებრალება მოყვასი,მის წინ

რომ აცვან ჯვარზედა.

...საზარელია დადგომა

უგრძნობელობის გზაზედა "

გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
"მუსა პანკისელი" იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და პროცესი დროულად დასრულდება
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს
ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა სახლის ეზოში ლოცვა აღავლინეს
"ჩვენ არ ვიყავით ინფორმირებულები, რომ პაციენტის მდგომარეობა გამწვავდა"
ცხედარი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის მრავალპროფილიანი საავადმყოფოდან გადაასვენეს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49