მაია ნიკოლეიშვილი - მაჩალიკაშვილის სხეულში აღმოჩენილია უცხო სხეული, რომელიც დამატებით გამოკვლევაზე გაიგზავნება

 მაია ნიკოლეიშვილი - მაჩალიკაშვილის სხეულში აღმოჩენილია უცხო სხეული, რომელიც დამატებით გამოკვლევაზე გაიგზავნება

ექსპერტიზის ვადები იქნება ხანგრძლივი, რადგან ბევრი ლაბორატორიული კვლევაა ჩასატარებელი, - ამის შესახებ მაჩალიკაშვილების ოჯახის მიერ აყვანილმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შენობასთან თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მაია ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, დასკვნა იქნება ერთობლივი და ის ცალკე დამოუკიდებლად ექსპერტიზის დასკვნას არ დაწერს.

მაია ნიკოლეიშვილმა ისაუბრა თემირლან მაჩალიკაშვილის სხეულში აღმოჩენილი უცხო სხეულის შესახებაც და აღნიშნა, რომ ის გამოკვლევებისთვის უკვე გადაიგზავნა.

"გამოკვლევა ჩატარდა რაც შეიძლება საფუძვლიანად. საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ერთ-ერთ რენტგენოკონტრასტული უცხო სხეულის ძებნას, მაგრამ ამოვიღეთ და დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევისთვის გაიგზავნება. ეს არის უცხო სხეული, ასე წერია კომპიუტერულ ტომოგრაფიებზეც. არის მოყავისფრო და ძალიან მცირე ზომის, მაგრამ ეს არის მეტალი თუ სხვა რამ, უფრო ლაბორატორიაში უნდა გამოიკვლიონ", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

მისივე თქმით, წინასწარი დასკვნების შესახებ საუბარი ნაადრევია. ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, მან სრულად მოახდინა ექსპერტიზის მიმდინარეობის ფოტოგადაღება. ასევე, სრულად მოხდა ჩატარებული საექსპერტო მასალების დალუქვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ