რა კომენტარს აკეთებენ შსს-ში უწყების ორი თანამშრომლის დაკავების ფაქტზე

რა კომენტარს აკეთებენ შსს-ში უწყების ორი თანამშრომლის დაკავების ფაქტზე

"როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება" - ამის შესახებ შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა ბექა დოჭვირმა, პროკურატურის მიერ შსს-ს ორი თანამშრომლის დაკავების შეფასებისას განაცხადა. როგორც დოჭვირმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, სიმართლის დასადგენად აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან.

"საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან თანამშრომლობით, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ქ. რუსთავის 2 უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აქტიურად თანამშრომლობს პროკურატურასთან, რადგან ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა, რომ არც ერთ შემთხვევაზე არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები. ზოგადად პოლიციელების უპირობო დადანაშაულება გაუმართლებელია, თუმცა აღნიშნული ფაქტი ცხადყოფს, რომ როდესაც დგინდება პოლიციელის ბრალეულობა, მისი შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება", - განაცხადა ბექა დოჭვირმა.

წაიკითხეთ ვრცლად: რატომ დააკავა პროკურატურამ შსს-ს ორი თანამშრომელი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ