დავით კეზერაშვილი სასამართლომ კიდევ ერთ ბრალდებაში გაამართლა

დავით კეზერაშვილი სასამართლომ კიდევ ერთ ბრალდებაში გაამართლა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთ ბრალდებაში გაამართლა. მოსამართლე ნინო ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, კეზერაშვილი ბიზნესმენებისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეზე გამართლდა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრალეულობის დასადასტურებლად.

სახელმწიფო ბრალდება თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ბიზნესმენების თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევას ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, 2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნესსაქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი. პროკურატურის ცნობით, რამდენიმედღიანი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ძალადობის შემდეგ, ნიჟარაძეებმა კეზერაშვილს ქონება გადაუფორმეს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს