დეა გოშხეთელიანის ყოფილ ქმარს, რომელიც ცოლზე ძალადობდა, პატიმრობა მიუსაჯეს

დეა გოშხეთელიანის ყოფილ ქმარს, რომელიც ცოლზე ძალადობდა, პატიმრობა მიუსაჯეს

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ოჯახში ძალადობის საქმე განიხილა. 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შემთხვევა მიმდინარე წლის სამ იანვარს მოხდა.

ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 3 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა. პირველი ინსტანციის აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ კი ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დეა გოშხეთელიანის თქმით, ყოფილი ქმრის ეშინია, რომელიც თანაცხოვრების პერიოდში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა.

წაიკითხეთ დეა გოშხეთელიანის უმძიმესი ისტორია - "ქმარი ფეხმძიმეს მცემდა... მემუქრებოდა, გამოგკეტავ ფსიქიატრიულშიო"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ