თბილისში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მეგობარი დაჭრა

თბილისში მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მეგობარი დაჭრა

თბილისში, გუშინ მამაკაცმა ყოფილი მეუღლე და მისი მეგობარი დაჭრა. 32 წლის ქალსა და 36 წლის მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. ორივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

"სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ზ.მ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში, ყოფილ მეუღლეს -1986 წელს დაბადებული ფ.ფ.-ს და მის მეგობარს - 1981 წელს დაბადებულ გ.დ.-ს, დროებით საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ზ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 11-პრიმა-117-ე მუხლით და 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 3-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ