ქუთაისში, ერთ-ერთ კლუბში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

 ქუთაისში, ერთ-ერთ კლუბში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს

ქუთაისში, ერთ-ერთ კლუბში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი კერძო დაცვის სამსახურის თანამშრომელსა და მოქალაქეებს შორის მოხდა, რომლებიც ბარში შესვლას ცდილობდნენ.

"ხუთი თუ ექვსი პირი კაფე-ბარში შესვლას და ალკოჰოლოს შეტანას ცდილობდა, რასაც ჩხუბი მოჰყვა, რომლის დროსაც ბარის დაცვის თანამშრომელი დაიჭრა," - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" თვითმხილველებმა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამართლადამველები და სასწრაფო დახმარების სამსახური. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ