რა ხდება გლდანში - დაკავების ოპერაციის დეტალებზე ადგილობრივები საუბრობენ

რა ხდება გლდანში - დაკავების ოპერაციის დეტალებზე ადგილობრივები საუბრობენ

გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის მცხოვრებლების ნაწილი ადგილზე სამართალდამცველების მობილიზების მიზეზებზე საუბრობს. როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომანქანა გააჩერეს, თუმცა, ჩხრეკის დაწყებამდე მძღოლი ავტომანქანიდან გადახტა და გაიქცა. მისივე ინფორმაციით, ავტომანქანა,რომლის შემოწმებასაც პოლიცია გეგმავდა, ამჟამად გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, "ფრესკოს" სუპერმარკეტის მიმდებარე ტერტორიაზეა გაჩერებული და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

გლდანის მე-7 მიკრორაიონში მდებარე "ფრესკოს" სუპერმარკეტთან, სადაც სამართალდამცველები სპეცოპერაციას ატარებენ, სასწრაფო დახმარების მანქანა ცოტა ხნის წინ მივიდა. მედიკოსების მისვლის მიზეზი უცნობია, ისევე, როგორც ამ დრომდე ოფიციალურად არ კონკრეტდება, ვისი დაკავების ღონისძიებას ატარებენ სამართალდამცველები.

"ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ სამართალდამცველები გლდანის მე-7 მიკრორაიონში დაკავების ოპერაციას ატარებენ, თუმცა სხვა დეტალებს არ აკონკრეტებენ. მათი განმარტებით, დეტალებზე ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ადგილზე ექსპერტკრიმინალისტებიც მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და მიახლოების საშუალებას არავის აძლევენ. ახლომდებარე კორპუსებთან სამართალდამცველთა ჯგუფები გადაადგილდებიან.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ