პოლიციას გლდანში, ჯერ-ჯერობით, არავინ დაუკავებია

პოლიციას გლდანში, ჯერ-ჯერობით, არავინ დაუკავებია

გაქცეული პირის დასაკავებლად პოლიცია გლდანში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ამ დრომდე ახორციელებს. დაკავებული ჯერჯერობით არავინაა - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.

როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, პოლიციელებმა გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომანქანა გააჩერეს, თუმცა, ჩხრეკის დაწყებამდე მძღოლი ავტომანქანიდან გადახტა და გაიქცა. მისივე ინფორმაციით, ავტომანქანა,რომლის შემოწმებასაც პოლიცია გეგმავდა, ამჟამად გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, "ფრესკოს" სუპერმარკეტის მიმდებარე ტერტორიაზეა გაჩერებული და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ