რა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელმაც 3 პირის დაჭრაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლა

რა გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელმაც 3 პირის დაჭრაში ბრალდებული გირაოთი გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად კლუბ "ბასიანის" ტერიტორიაზე სამი პირის დაჭრაში ბრალდებული პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, საქართველოს პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მოსამართლე, რომელმაც სამი მუხლით ბრალდებული თამაზ ქვლივიძის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, 37 წლის ბადრი შონია გახლავთ, რომელიც 2011 წლის ნოემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მონაწილეობდა ისეთ გახმაურებულ საქმეებში, როგორიცაა ე.წ. ციანიდის, ივანე მერაბიშვილის, ბანკი "ქართუს" გაკოტრების, "რეპერების საქმე", იგი ასევე გახლდათ 7 ნოემბრის საქმეზე უგულავას, ადეიშვილის, კეზერაშვილისა და მერაბიშვილის საქმის მოსამართლე, თუმცა ამ უკანასკნელს ჩამოშორდა. ცნობილია ისიც, რომ ბადრი შონია თავის დროზე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს დაუპირისპირდა.

როგორც ამბობენ, პროკურატურამ აღნიშნულ დანაშაულზე ქვლივიძეს განგებ წაუყენა მსუბუქი მუხლები და სასამართლოს არ წარუდგინა მყარი მტკიცებულებები, მოსამართლეს ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიება გირაოს გამოყენების შანსი რომ ჰქონოდა. რამდენად კანონიერი იყო მოსამართლის გადაწყვეტილება?  წაიკითხეთ ვრცლად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ