ვინ არის "ბასიანთან" დაჭრილი პოლიციელი, რომელსაც მამაცობისთვის აჯილდოებენ

ვინ არის "ბასიანთან" დაჭრილი პოლიციელი, რომელსაც მამაცობისთვის აჯილდოებენ

პოლიციელი, რომელიც კლუბ "ბასიანზე" 13 იანვარს მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრეს, 41 წლის თამაზ საველიევია. იგი დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილეა. თამაზ საველიევი უკვე 20 წელია რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში მუშაობს.

როგორც ცნობილია, 13 იანვარს, როდესაც "ბასიანზე" ჩხუბი მოხდა, საველიევი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელი იმ დროს დაჭრეს, როდესაც კლუბის ორ თანამშრომელს იცავდა.

ინციდენტის გახსენების დროს კლუბის დაცვის უფროსი ზვიად მესხი იხსენებს, რომ "მისთვის მოქნეული დანა სწორედ პოლიციელმა დაიჭირა ხელით".

"პოლიცია მუდმივად აკონტროლებს კლუბის ტერიტორიას. პატრულის ეკიპაჟი მორიგეობს ცენტრალურ გზაზე. როცა ჩხუბი დაიწყო, პოლიციაც ჩაერია ჩხუბში და ჩემთვის მოქნეული დანა ხელით დაიჭირა პოლიციელმა და დაიჭრა" - ამბობს ზვიად მესხი ჩვენთან საუბრისას.

დაჭრილ პოლიციელს, თამაზ საველიევს შინაგან საქმეთა მინისტრი გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს.

შეგახსენებთ, კლუბ "ბასიანზე" დაცვის ორი თანამშრომელი და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილე 13 იანვარს დაჭრეს. დანაშაულში ბრალდებული 27 წლის თამაზ ქვლივიძეა, რომელიც სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. იგი ბიზნესმენ პაატა ქვლივიძის შვილია.

წაიკითხეთ: "დღეს სისტემა მკვლელებს გირაოთი ათავისუფლებს!" - რა გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში, 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის გათავისუფლებას

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ