"სამხრეთ ოსეთის" ე.წ. შს მინისტრი - მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიიმალა, სავარაუდოდ, ის საქართველოში გადავიდა

"სამხრეთ ოსეთის" ე.წ. შს მინისტრი - მარეკ დუდაევის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიიმალა, სავარაუდოდ, ის საქართველოში გადავიდა

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევის მკვლელს ეძებენ. როგორც სააგენტო "რესს" ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შს მინისტრმა იგორ ნანიევმა განუცხადა, სამართალდამცავმა ორგანოებმა მკვლელის ვინაობა დაადგინეს.

"ეჭვმიტანილი მიიმალა. სავარაუდოდ, ის საქართველოში გადავიდა", - განაცხადა ნანიევმა.

ე.წ. სამართალდამცაველების ინფორმაციით, საქართველოში მარეკ დუდაევის მკვლელის ნათესავები ცხოვრობენ.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები ეჭვმიტანილის ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ.

ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო შსს-ში აცხადებენ, რომ მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პირადი უთანხმოება გახდა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში მარეკ დუდაევი გუშინ მოკლეს. "რესის" ინფორმაციით, მკვლელობა სოფელ არცევში მოხდა. სააგენტოს დე ფაქტო შსს-ში განუცხადეს, რომ მარეკ დუდაევი სოფლის ყოფილ კლუბში მოკლული იპოვეს. მას სამჯერ ესროლეს.

მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. 2005 წელს მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა. მას ამნისტიის მუხლები შეეხო, რის შედეგადაც ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა და 2013 წლის 7 ივნისს პატიმრობიდან გათავისუფლდა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ