რუსეთში მღვდელს 3 მოზარდის გაუპატიურებისთვის 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში მღვდელს 3 მოზარდის გაუპატიურებისთვის 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში, ლენინგრადის ოლქში პედოფილიის ბრალდებით მღვდელს 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

"ინტერფაქსის" ინფორმაციით, სასამართლო პროცესი დახურული იყო, რადგან დაზარალებული სამი არასრულწლოვანი გოგონაა. პროკურატურა გროზოვსკისთვის 15-წლიან პატიმრობას ითხოვდა.

მღვდელი 2014 წლიდან არის დაკავებული, ეს პერიოდი პატიმრობის ვადაშიც გათვალისწინებული იქნება. ამასთან, ბრალდებულმა უნდა გადაუხადოს დაზარალებულების ოჯახებს 4 ათასი რუბლი. მღვდელი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2011 წელს გროზოვსკიმ  გოგონა მართლმადიდებლურ საბავშვო ბანაკში გააუპატიურა, ლენინგრადის ოლქში, 2 წლის შემდეგ კი ასევე მართლმადიდებლურ ბერძნულ ბანაკში კიდევ ორ გოგონაზე იძალადა.

როდესაც მღვდლის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, გროზოვსკიმ ქვეყანა დატოვა. მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და 2014 წელს ისრაელში დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ