სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული პირი უკანასკნელი იყო, ვინც გენერალი ნახა

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული პირი უკანასკნელი იყო, ვინც გენერალი ნახა

არსებული ინფორმაციით, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში დაკავებული პირი, გიორგი ჭანტურია უკანასკნელი იყო, ვინც გენერალი ნახა.

"კურიერის" ინფორმაციით, გიორგი ჭანტურიას ოჯახი წლების წინ რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრობის წილის მფლობელი იყო.

მათივე ცნობით, გიორგი ჭანტურია რამდენიმე წლის წინ კახეთში პროკურორი იყო, ამჟამად კი რუსთავში კომისრის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პარლამენტარის, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში ერთი პირი დღეს დააკავა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, ერთი ადამიანი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლითაა აყვანილი, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

შსს-ს განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დადგენა, რამდენად აქვს დაკავებულ პირს კავშირი უშუალოდ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან.

თავად დაკავებული ყოფილი დეპუტატის მკვლელობასთან კავშირს უარყოფს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ