ვანო მერაბიშვილი ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს

ვანო მერაბიშვილი ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს

შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განუცხადა.

რაც შეეხება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების გადასინჯვას, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, კანონით ეს 6 თვეში ხდება, თუმცა ჩივიაშვილი არ გამორიცხავს, რომ გადაწყვეტილება უფრო ადრე გადაიხედოს.

"ესენი ლოგიკის მიღმა არიან და მათი ქმედებებისას ვერაფერს გაიგებ. პროცედურებში არაა გაწერილი გადასინჯვის თემა, თუმცა სასჯელაღსრულების შესახებ კანონში წერია, რომ 6 თვეში გადაისინჯება, თუ სხვა რამე გარემოება არ არსებობს, მაგრამ ამ შემთხვევაში უამრავი გარემოება არსებობს", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი 2017 წლის 25 დეკემბერს ეთქვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ