გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია გაათავისუფლეს - ადვოკატის პირველი კომენტარი

გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია გაათავისუფლეს - ადვოკატის პირველი კომენტარი

გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულმა გიორგი ჭანტურიამ წუხელ, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა. უწყების ინფორმაციით, რუსთავში, ე.წ. "სტამბოლის ბაზრობის" დირექტორის, 1964 წელს დაბადებული სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება.

"საგამოძიებო მოქმედებებისას დაკავებულ გ.ჭ.-ს, რომლის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა - ვაზნები ამოიღეს, პოლიციამ სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავა, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამ ეტაპზე, გ.ჭ.-ს ბრალი არ წარედგინა და მან უკვე დატოვა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი აგრძელებს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე შესაბამის ღონისძიებებს მტკიცებულებების შეგროვებისა და ბრალდებულის იდენტიფიცირებისთვის", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნამდვილად არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა, რომ გიორგი ჭანტურია გაეჩერებინათ და აღკვეთის ღონისძიება შეეფარდებინათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ განუცხადა. "ვულოცავ მართმსაჯულებას, ვულოცავ გამოძიებას, ყველა გულშემატკივარს. ჭანტურია თავისუფალია და ძალიან კარგია, როცა ასე ობიექტურად მიმდინარეობს გამოძიება და გაქვს შენი სამართალდამცავების იმედი. რა თქმა უნდა, წარმოდგენილი იყო არაერთი მტკიცებულება, რამაც დაადასტურა, რომ გიორგი ჭანტურია უნდა გათავისუფლებულიყო დაკავებიდან", - აღნიშნა კობაიძემ.

მისივე თქმით, გამოძიებას ჭანტურიას მიმართ შეკითხვები აღარ აქვს, თუმცა თუ იქნება, ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებულმა გიორგი ჭანტურიამ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა გუშინ საღამოს დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა. უწყების ინფორმაციით, რუსთავში, ე.წ. "სტამბოლის ბაზრობის" დირექტორის, 1964 წელს დაბადებული სამსონ ქუთათელაძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება.

"საგამოძიებო მოქმედებებისას დაკავებულ გ.ჭ.-ს, რომლის სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა - ვაზნები ამოიღეს, პოლიციამ სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავა, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ამ ეტაპზე, გ.ჭ.-ს ბრალი არ წარედგინა და მან უკვე დატოვა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი აგრძელებს სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე შესაბამის ღონისძიებებს მტკიცებულებების შეგროვებისა და ბრალდებულის იდენტიფიცირებისთვის", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ