მომღერალი, რომელმაც რესტორანში 3 ადამიანი დაჭრა, არასრულწლოვანია

მომღერალი, რომელმაც რესტორანში 3 ადამიანი დაჭრა, არასრულწლოვანია

გმირთა მოედნის ტერიტორიაზე, ზოოპარკთან მდებარე რესტორან "აღაში" 3 ადამიანის დაჭრაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად ხდება ცნობილი, ბრალდებული ს.ს. არასრულწლოვანია.

ბრალდებულის ადვოკატის, ირმა შალამბერიძის ინფორმაციით, ის ჯერ საქმის მასალებს არ გაცნობია. მისივე განმარტებით, სხეულზე გარკვეული დაზიანებები მისი დაცვის ქვეშ მყოფსაც აღენიშნება.

გმირთა მოედანზე რესტორან "აღაში" დაბადების დღეზე დაწყებული დაპირისპირება სამი ადამიანის დაჭრით ორი დღის წინ დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული აღნიშნულ რესტორანში მიწვეული მომღერალი იყო.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ