ახმედ ჩატაევის ცხედარი ამ დრომზე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რჩება

ახმედ ჩატაევის ცხედარი ამ დრომზე ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რჩება

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ნოემბრის ბოლოს ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა ცხედრები ამ დრომდე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში რჩება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ბიუროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ცხედრების გადასვენება იქამდე ვერ მოხდება, ვიდრე ბიუროს შინაგან საქმეთა სამინისტროდან შესაბამისი თანხმობა არ ექნება.

"ექსპერტიზა დანიშნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სანამ მომართვიანობა არ მოვა, რომ ცხედარს ჰყავს გამყვანი, მანამდე გადასვენება ვერ მოხდება", - განაცხადეს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

მათივე ინფორმაციით, ცხედრების ექსპერტიზები უკვე დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 21-22 ნოემბერს ჩატარდა, რა დროსაც სამი პირის ლიკვიდირება მოხდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ლიკვიდირებულები არიან ახმედ ჩატაევი, იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი.

თავის მხრივ, დღეს "ინტერპრესნიუსს" პანკისის ხეობაში განუცხადეს, რომ ახმედ ჩატაევის ცხედრის გადაცემის მოთხოვნას აღარ აპირებენ, ვინაიდან "ბოლო პერიოდში ხეობაში მომხდარი ყველა უბედურება მის სახელს უკავშირდება".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ