ადვოკატი - გამოძიება ვარაუდობს, რომ სოსო ქუთათელაძის მკვლელობა არაპროფესიონალის მიერ არის ჩადენილი

 ადვოკატი - გამოძიება ვარაუდობს, რომ სოსო ქუთათელაძის მკვლელობა არაპროფესიონალის მიერ არის ჩადენილი

ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, თავად პროფესიონალები საუბრობენ, რომ გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობა შეკვეთილი მკვლელობა არ არის.

როგორც კობაიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა, გამოძიება ვარაუდობს, რომ მკვლელობა არაპროფესიონალის მიერ არის განხორციელებული.

"ჩემი ინფორმაციით, გამოძიების მხრიდან შეკვეთილი მკვლელობის შესახებ აღარ არის ვარაუდი. მათი განმარტებით, მკვლელობა არაპროფესიონალის მიერ არის განხორციელებული. ამაზე მეტყველებს 6 ტყვია, რომელთაგან გარდაცვლილს ერთი თითში აქვს მოხვედრილი, ერთი - ფეხში. თვითონ პროფესიონალები საუბრობენ იმაზე, რომ ეს არ არის შეკვეთილი მკვლელობა", - განაცხადა კობაიძემ "360 გრადუსში".

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ