"ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი..." - რას ამბობს მოსამართლე, რომელმაც "ბასიანის საქმეში" ბრალდებული 30 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა

"ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი..." - რას ამბობს მოსამართლე, რომელმაც "ბასიანის საქმეში" ბრალდებული 30 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა

კლუბ "ბასიანთან" მომხდარი ინციდენტის საქმის მოსამართლე ბადრი შონია, რომელმაც საქალაქო სასამართლოში განიხილა საქმე, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა. მისი თქმით, გადაწყვეტილება გირაოს შეფარდების შესახებ სრულიად დამოუკიდებლად მიიღო.

"მე შევაფასე, რომ ეს ადამიანი (თამაზ ქვლივიძე) აღიარებდა დანაშაულს, ინანიებდა და არ იყო ნასამართლევი. საზოგადოების განწყობა და სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ერთმანეთს არ დაემთხვეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი. მე ვერ გეტყვით რა იგულისხმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, თუმცა მას ჰქონდა უფლება არ დათანხმებოდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას. რაიმე სახის ზეწოლაზე საუბარი საფუძველს მოკლებულია. უფრო მძიმე მუხლებზეც გამომიყენებია გირაო, მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი რიგითი საქმე იყო ჩემს პრაქტიკაში", - განაცხადა შონიამ.

ხილეთ: "უფრო მძიმე მუხლებზეც გამომიყენებია გირაო, "ბირჟა მაფიას" საქმე კი უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებადა" - "ბასიანის" საქმის მოსამართლე

ამასთან, მისივე თქმით, "ბირჟა მაფიას" საქმის შემთხვევაში საქმე ეხებოდა განსაკუთრებით მძიმე მუხლს. მოსამართლე შონია უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას ოდესმე რომელიმე პოლიტიკურ პირთან რაიმე კომუნიკაცია ჰქონოდა.

ბადრი შონიას განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას საქმეში არ იყო ფოტო, რომელიც დაცვის უფროსის დაზიანებას ასახავდა.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული სურათი იქნებოდა საქმეში, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, მოსამართლემ უპასუხა, რომ "ახლა ეს არ იცის".

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს