გიორგი ჭანტურიას დის კომენტარი გამოკითხვის შემდეგ - გიორგი არ არის ისეთი პიროვნება, რომ ვინმესთან კონფლიქტი ჰქონდეს

გიორგი ჭანტურიას დის კომენტარი გამოკითხვის შემდეგ - გიორგი არ არის ისეთი პიროვნება, რომ ვინმესთან კონფლიქტი ჰქონდეს

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოში გიორგი ჭანტურიას დის, მარიამ ჭანტურიას გამოკითხვა დასრულდა.

როგორც გამოკითხვის შემდეგ მარიამ ჭანტურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლები 15 იანვარს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ეკითხებოდნენ.

”მეკითხებოდნენ გიორგი ჭანტურიას და სამსონ ქუთათელაძის ურთიერთობის შესახებ”, - განაცხადა მარიამ ჭანტურიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამოკითხვის დროს მასზე იყო თუ არა ზეწოლა, მარიამ ჭანტურიამ აღნიშნა, რომ მასზე ზეწოლა არ განხორციელებულა და გამოკითხვა ნორმალურ პირობებში მიმდინარეობდა.

რაც შეეხება კითხვას- ჰქონდა თუ არა სამსონ ქუთათელაძესთან გიორგი ჭანტურიას კონფლიქტი, მარიამ ჭანტურიამ ასე უპასუხა: “გიორგი არ არის ისეთი პიროვნება, რომ ვინმესთან კონფლიქტი ჰქონდეს“.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი (სამსონ)სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში გიორგი ჭანტურია 16 იანვარს დააკავეს. იგი თითქმის 40 საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მას მიმდინარე გამოძიებაზე ბრალი არ წარედგინა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ