სამძებრო სამუშაოები მტკვარზე - რას ეძებენ სამართალდამცველები

სამძებრო სამუშაოები მტკვარზე - რას ეძებენ სამართალდამცველები

სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რუსთავში, მდინარე მტკვარზე საგამოძიებო მოქმედებები დროებით შეწყდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მაშველები, აკვალანგისტები და სამართალდამცველები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე სამძებრო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

"ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ სამძებრო სამუშაოები სამსონ ქუთათელაძის საქმის ფარგლებში ტარდება, თუმცა, უწყებაში არ დააკონკრეტეს, რას ეძებენ სამართალდამცველები მდინარეში.

წინასწარი ინფორმაციით, მდინარეში საძიებო სამუშაოები ხილვადობის გაუარესებისა და დაბალი ტემპერატურის გამო შეწყდა და ხვალიდან ისევ განახლდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ