"თუ გამამტყუნებენ, ეს ახალ ბრძოლაში გადავა" - "ბახალასთვის" ნარკოტიკის შესაძლო ჩადების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

"თუ გამამტყუნებენ, ეს ახალ ბრძოლაში გადავა" - "ბახალასთვის" ნარკოტიკის შესაძლო ჩადების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრობლების მხრიდან გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება დაიწყო შსს-ს ცალკეული თანამშრომელთა მხრიდან, მოქალაქე გიორგი გიორგანაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გიორგი გიორგანაშვილის საჯარო განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა, რომ შს სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

"ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", -განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში.

იხილეთ "ბახალას" კომენტარი, რომელიც დაკავებამდე გააკეთა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ