გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გიორგი გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.

ბახალა დარბაზშივე დააკავეს. გიორგანაშვილი მას შემდეგ აიყვანეს, რაც მოსამართლემ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა.

შესაბამისმა სამსახურმა გიორგი გიორგანაშვილი დარბაზიდან ბორკილებით გაიყვანეს.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

იხილეთ ვიდეო: "ბახალა" სასამართლო დარბაზშივე დააკავეს

"ჩემი ბრალდება აბსურდულია, მე რომ ნარკოტიკული ნივთიერება მქონოდა, პროკურატურის შეთანხმებას დავთანხმდებოდი და ერთი წელი ჩავჯდებოდი ციხეში" - ამის შესახებ გიორგანაშვილმა სასამართლოში პროცესზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.

მსჯავრდებულმა მსახიობმა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნარკოპოლიტიკა გადასახედია.

"ჩემს მიმართ წარდგენილი ბრალი აბსურდულია. მე რომ მქონოდა ნარკოტიკული ნივთიერება, პროკურატურისგან წამოსულ შეთანხმებაზე დავთანხმდებოდი. ნასამართლევი არასდროს ვყოფილვარ და ვცდილობდი ყოველთვის საზოგადოებრივი წესრიგი დამეცვა და ვგრძნობდი სოციალურ პასუხისმგებლობას. "ჩადებების" პრაქტიკა მტკივნეული პროცესია. 2017 წლის საქმეები ადასტურებს, რომ "ჩადებები" არ ამართლებს. მაგალითისთვის მოგიყვანთ თათარაშვილის, ხარშილაძის, ასევე "ბირჟა მაფიას" საქმეებს. მაღალი თანამდებობის პირები, ის პოლიციელები ვინც "ჩადებებში" მონაწილეობდნენ, არიან გათავისუფლებულები. ასევე ძიებაა დაწყებული ჩემ საქმეზე. ეს ბევრ რამეს მიუთითებს და მე შევძლებ ჩემი უდანაშაულობის დამტკიცებას", - განაცხადა გიორგი გიორგანაშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ