რას ყვება კახა კინწურაშვილი თორნიკე ბზიავას დაკავებაზე: "აღელვებული იყო და ერთი-ორი ცუდი სიტყვა შეიძლება თქვა..."

რას ყვება კახა კინწურაშვილი თორნიკე ბზიავას დაკავებაზე: "აღელვებული იყო და ერთი-ორი ცუდი სიტყვა შეიძლება თქვა..."

თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმის დასრულების შემდეგ, მსახიობი თორნიკე ბზიავა და მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წევრი ბექა წიქარიშვილი დააკავა.

მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნული პირების მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა საქალაქო სასამართლოს ეზოში, რაც გახდა მათი დაკავების მიზეზი. მათივე განმარტებით, წიქარიშვილმა და ბზიავამ საქალაქო სასამართლოს კარს დაკავებამდე აგური ესროლეს.

აღნიშნული ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს მოსამართლე შორენა გუნცაძემ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა სასამართლოს ეზოში დააკავა. არსებული ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა რეჟისორ თორნიკე ბზიავას მეგობარმა კახა კინწურაშვილმა. მისი თქმით, ბზიავა მანდატურების მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები არ უთქვამს:

"როცა გამოცხადდა განაჩენი, გამოვედით გარეთ პროცესიდან... ამ დროს მოვიდა თორნიკე ბზიავა, რომელმაც იმწამს გაიგო რომ მის მეგობარს მიუსაჯეს 8 წელი. ისიც, როგორც მე, სასამართლოებს ესწრებოდა და იცის, რომ ეს განაჩენი არ არის სწორი, შესაბამისად აღელდა და დაიწყო რაღაც ხმაური... მოგვიწოდეს დატოვეთ სასამართლოს ეზოო და გავედით ჭიშკრის გარეთ. 5 წუთი ვიდექით, მშვიდად ვლაპარაკობდით, ყოველგვარი ხმაურის და გინების გარეშე... გამოვიდნენ ეზოდან ფორმიანები და უხეშად გვითხრეს შემოდითო, ამის შემდეგ გამოვიდა 8-10 კაცი და შემოგვიყვანეს ძალით. თორნიკეს ხელი ჩაავლეს, შემოათრიეს, კორიდორი გააკეთეს და შეიყვანეს შენობაში, ჩვენ კარებთან დავრჩით და არ შეგვიშვეს... სიტყვიერი შეურაცხყოფა თორნიკეს არავის მისამართით არ  გაუკეთებია, აღელვებული იყო და ერთი-ორი ცუდი სიტყვა შეიძლება თქვა..." - აღნიშნა მსახიობმა კახა კინწურაშვილმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ბზიავა დააკავეს, რამდენიმე წამში მოხდა "თეთრი ხმაურის" მოძრაობის წევრის ბექა წიქარიშვილის დაკავებაც, თუმცა რა მიზეზით დააკავეს წიქარიშვილი, უცნობია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ