სტეფანე "ბახალას" დაკავებას ეხმაურება - "ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ, ლაპარაკი მიჭირს..."

სტეფანე "ბახალას" დაკავებას ეხმაურება - "ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ, ლაპარაკი მიჭირს..."

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი მსახიობ გიორგი გიორგანაშვილთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" საუბრისას სტეფანემ აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ მიესაჯა "ბახალას" 8 წლით პატიმრობა.

"მემგონი ყველა გონიერი ადამიანი შეთანხმებულია იმაზე, რომ ამის გამო ადამიანებს ციხე არ უნდა ეხებოდეთ. მე ვიცნობ "ბახალას", საზოგადოებისთვის არასაშიში პიროვნებაა და გაუგებარია, რა საჭიროა, რომ ის იყოს ციხეში. გაოგნებული ვარ, ამის გამო ცუდ ხასიათზე ვარ..." - ამბობს მომღერალი.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების აზრს და რაც უფრო მეტი ადამიანი "ამოიღებს ხმას და მით უფრო ადვილი იქნება წარმატების მიღწევა". სტეფანემ გადაცემაში საუბრისას "ბახალასთან" ბოლო შეხვედრასაც გაიხსენა.

"მე შევხვდი ბახალას და აბსულუტურად სხვა ენერგეტიკა დამხვდა. ზოგადად, მთელი ცხოვრებაა ყველა ვიცნობთ მას და ძალიან პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებდა. რამდენიმე ხნის წინ კაფეში შევხვდით ერთმანეთს, დიდი ხანი არ მყავდა ნანახი, ციხის შემდეგ... ჩვეულებრივ თემებზე ვსაუბრობდით და ის რადიკალურად შეცვლილია. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ ციხეს რადიკალური ცვლილებები მოსდევს. მან რაღაც მომენტში ძალიან სერიოზულად მოიხადა თავისი სასჯელი... არ ვიცი, მართლა სიტყვები არ მყოფნის და მიჭირს ამაზე ლაპარაკი" - აღნიშნა სტეფანემ.

ნახეთ ვიდეო

როგორც ცნობილია, გიორგი გიორგანაშვილს (ბახალა) 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ ადგილზე თათბირით მიიღო.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ ჩაუდო.

ასევე წაიკითხეთ: "დაკავებულმა თქვა, რომ ნარკოტიკული საშუალებები გიორგანაშვილმა მას კონკრეტული პირისთვის გადასაცემად მისცა" - პროკურატურის ინფორმაცია "ბახალას" საქმეზე

"არ ვიცი პანიკას ავყევი და ამიტომ გამიჭირდა, თუ მართლა საზიზღარი ვირუსია... გაფრენის პირას ვარ" - რას წერს ინფიცირებული ნუკი კოშკელიშვლი კლინიკიდან?

"ბავშვის მამა ცოლს ეჩხუბებოდა, რაებს ყვებით პოლიციასთანო... შეეშინდა მოძალადის" - ბაია პატარაია 9 წლის გოგონაზე სავარაუდო ძალადობის ფაქტს ეხმაურება

რა უთხრა პრინცმა ფილიპემ ბარაკ ობამას რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ - ზურაბ მეძველია ჰერცოგის ცხოვრების ნაკლებად ცნობილი ისტორიებით