კონფლიქტი პროკურორის ოჯახში, ერთ-ერთ დაშავებულს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული - ახალი დეტალები წყნეთის ქუჩიდან

კონფლიქტი პროკურორის ოჯახში, ერთ-ერთ დაშავებულს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული - ახალი დეტალები წყნეთის ქუჩიდან

წყნეთის ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტის დროს მამაკაცებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ერთ-ერთი მათგანი დაშავდა.

როგორც ჟურნალისტებს ადგილზე ვაკე-ბაგების საუბნო სამსახურის უფროსმა თამარ მელიამ განუცხადა, არსებული ინფორმაციით, ოჯახის ერთ-ერთი წევრი არის პროკურორი, თუმცა, მის გვარსა და სახელს ვერ აკონკრეტებს.

"როგორც შემოვიდა შეტყობინება, გვიან ღამით მოხდა ოჯახური კონფლიქტი, რამაც გამოიწვია ხმაური და ჩხუბი. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული, მაგრამ ამ დროისთვის სიწყნარეა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა თქვეს, რომ პაციენტმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. როგორც გვითხრეს, ოჯახის ერთ-ერთი წევრი პროკურორია", - განაცხადა თამარ მელიამ. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთ პირს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული.

იხილეთ ვიდეო: ოჯახური კონფლიქტი პროკურორის ოჯახში - დაშავებულს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ