"შვილი დაბადების დღის ცენტრში მუშაობდა, არ იყო შეძლებული ოჯახი" - დოდო გუგეშაშვილის მეგობრები მომხდარის ვერსიებზე

"შვილი დაბადების დღის ცენტრში მუშაობდა, არ იყო შეძლებული ოჯახი" - დოდო გუგეშაშვილის მეგობრები მომხდარის ვერსიებზე

ვერსიებზე საუბარი მიჭირს, თუმცა ყაჩაღობას გამოვრიცხავ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დოდო გუგეშვილის მეგობარმა კაკო ვაშაკიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ოჯახი არ ცხოვრობდა შეძლებულად, შესაბამისად, ყაჩაღობის ვერსია ნაკლებად სავარაუდოა.

რაც შეეხება იმას, თუ სად საქმიანობდა დოდო გუგეშაშვილის შვილი, რომელიც შემთხვევის შედეგად მოკლეს, კაკო ვაშაკიძის თქმით, ნოდარ გუგეშაშვილი დაბადების დღის ცენტრში მუშაობდა.

"მე და დოდო გუგეშაშვილი თანამებრძოლები ვიყავით. რაც შეეხება მის შვილს, ვიცნობდი, თუმცა იშვიათი კონტაქტი მქონდა. ყაჩაღობის ვერსიას გამოვრიცხავ, რადგანაც არ იყო შეძლებული ოჯახი, ფულს ხან ვის ესესხებოდნენ, ხან ვის", - განაცხადა ვაშაკიძემ.

წაიკითხეთ: "სახლიდან ისმოდა ხმაურის და ჩხუბის ხმა, ქალბატონი ითხოვდა შველას" - რას ყვება დოდო გუგეშაშვილის მეზობელი

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ასევე პარლამენტის წევრის კობა კობალაძე. მისი განცხადებით, დოდო გუგეშაშვილთან დაკავშირებით შემზარავი ფაქტი მოხდა, თუმცა ჯერ კონკრეტულ მიზეზებზე ვერ ისაუბრებს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, იმედი აქვს, რომ მომხდარზე კონკრეტული პასუხები მალე იქნება.

"შემზარავი ფაქტი მოხდა და ამის შესახებ იმდენი ვიცი, რამდენიც მედიით გაჟღერდა. ალბათ შესაბამისი მოკვლევა განხორციელდება და სავარაუდო ვერსიები და კონკრეტული პასუხები გვექნება. მე ამ ეტაპზე ვარაუდი არ შემიძლია, რა მოხდა. დოდო გუგეშაშვილი არის ყველასთვის ცნობილი, მასთან გვქონდა ურთიერთობის გარკვეული ისტორია, კარგი პროფესიონალი იყო და გვაქვს იმედი, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება", - განაცხადა კობა კობალაძემ.

მისი თქმით, როგორც ვეტერანთა კავშირის წევრებს, ასევე დოდო გუგეშაშვილსაც გარკვეული სოციალური პრობლემები ქონდა.

"ვეტერანთა კატეგორია და ვეტერანები არიან საზოგადოების ნაწილი, რომელთაც აქვს დამსახურება და არ იყო სათანადო ყურადღება მათ მიმართ, სოციალურ მდგომარეობაზე შემიძლია ვთქვა, რომ მძიმე სოციალური ფონია, კონკრეტულად რა იყო ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთმანეთს ვეხმარებოდით და ვანუგეშებდით", - განაცხადა კობა კობალაძემ.

იხილეთ ვიდეო: "ქალბატონის ყვირილის ხმა გაიგო, შველას ითხოვდა" - რას ყვება მეზობელი დოდო გუგეშაშვილის სახლზე თავდასხმის შესახებ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ