"ნამდვილად ვიცით, რომ დოდომ იცის, ვინ არის მკვლელი და მისი ვინაობა, სავარაუდოდ, პოლიციასაც უთხრა"

"ნამდვილად ვიცით, რომ დოდომ იცის, ვინ არის მკვლელი და მისი ვინაობა, სავარაუდოდ, პოლიციასაც უთხრა"

დოდო გუგეშაშვილის ოჯახის მეგობრის ლერი ქემოკლიძის ინფორმაციით, გუგეშაშვილმა პოლიციას მასსა და მის შვილზე თავდამსხმელის ვინაობა დაუსახელა.

"მკვლელის ვინაობა ნათქვამი აქვს, როგორც ჩანს, ისეა ლაპარაკი. ერთი ნამდვილად ვიცით, რომ დოდომ იცის ვინ არის მკვლელი", - განუცხადა ლერი ქემოკლიძემ ჟურნალისტებს.

ლერი ქემოკლიძე სვანეთის უბანში, დოდო გუგეშაშვილის ძმის სახლში, სადაც დოდო გუგეშაშვილის შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი გადაასვენეს, სამძიმარზე იმყოფებოდა.

ქემოკლიძეს არ აქვს ინფორმაცია, ბოლო პერიოდში იყო თუ არა დოდო გუგეშაშვილის ან მისი შვილის მიმართ რაიმე მუქარა.

როგორც ცნობილია, დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს, დიღომში მათსავე საცხოვრებელ ბინაში გუშინ დილით თავს დაესხნენ. დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი კი მოკლეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ