მეკო კვირიკაშვილი გადაწყვეტილების მოლოდინში - ფოტოამბავი სასამართლოდან

მეკო კვირიკაშვილი გადაწყვეტილების მოლოდინში - ფოტოამბავი სასამართლოდან

ქუთაისის სასამართლოში 2016 წელს მომხდარი ავარიის საქმეზე პროცესი გაიმართა, სადაც ბრალი ცნობილ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს აქვს წარდგენილი. მერაბ კვირიკაშვილი სასამართლოში ადვოკატთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

მერაბ კვირიკაშვილმა მომხდართან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებოდა, თუმცა მოსამართლემ პროცესი 19 მარტისთვის გადადო.

ნახეთ ვიდეო: საქართველოს რაგბის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ მერაბ კვირიკაშვილს 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ცნობისთვის, ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფაზე, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. მძიმე ავარიის დროს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე გარდაიცვალნენ. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე გარდაიცვალა. შემთხვევის დროს საჭესთან ქართველი "ბორჯღალოსანი" მერაბ კვირიკაშვილი იჯდა, რომელსაც 4 შვილი დარჩა აღსაზრდელი.

ფოტო: ნესტან ჩაგელიშვილი

ასევე დაგაინტერესებთ: "მეკოს პროკურატურამ ბრალი წაუყენა ავარიიდან ერთი წლის შემდეგ" - მორაგბე კვირიკაშვილის ადვოკატი საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს

მორაგბეების ავარიაში გარდაცვლილის დედა მეკო კვირიკაშვილის დასჯას ითხოვს - "მე მისთვის ცოლი არ მომიკლავს, მან შვილები მომიკლა!"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ