დოდო გუგეშაშვილს დღეს დაკითხავენ

 დოდო გუგეშაშვილს დღეს დაკითხავენ

"მხედრიონის" ყოფილ ლიდერს, დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის კლინიკაში დღეს, 12:00 საათზე დაკითხავენ. ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" გუგეშაშვილის მეგობარმა, დავით მუხიგულმა განაცხადა.

მისი თქმით, გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დაკითხვის პროცედურას თავადაც დაესწრება.

თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, დიღომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა დოდო გუგეშაშვილის შვილი, პოლკოვნიკი კი დაიჭრა. მომხდარი ფაქტის ერთადერთი თვითმხილველი, რომელმაც მკვლელის ვინაობა იცის, თავად დაზარალებული დოდო გუგეშაშვილია. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ