ყაჩაღური თავდასხმა გორის ცენტრში - მაღაზიაში შეიარაღებული პირი შეიჭრა

ყაჩაღური თავდასხმა გორის ცენტრში - მაღაზიაში შეიარაღებული პირი შეიჭრა

გორის ცენტრში, სტალინის ქუჩის N23-ში მდებარე მარკეტში "ბუმი" ცოტა ხნის წინ უცნობი პირი შეიჭრა. გამვლელების ინფორმაციით, მარკეტში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა და თანხა მოითხოვა.

მარკეტის მეპატრონეს თავდასხმის დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია, შესაბამისად, უცნობია, შეძლო თუ არა უცნობმა პირმა თანხის გატაცება. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ