დოდო გუგეშაშვილის ძმა - თავდასხმა შესაძლოა, 15 წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდეს

დოდო გუგეშაშვილის ძმა - თავდასხმა შესაძლოა, 15 წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდეს

დოდო გუგეშაშვილის ძმა თემურ გუგეშაშვილი დედა-შვილზე თავდასხმას 15 წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირებს. როგორც თემურ გუგეშაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, 15 წლის წინ "მოხდა მცირე ინციდენტი, რომელიც ყოველგვარი ფიზიკური დაზიანებების გარეშე დასრულდა", თუმცა მას დეტალებზე არ უსაუბრია.

"ახლობლებმა გაიხსენეს, რომ იყო რაღაც, არა ნოდარ გუგეშაშვილთან დაკავშირებული, არამედ მის სამეგობროსთან თუ მეგობართან დაკავშირებული მცირე ინციდენტი, ოღონდ ფიზიკური დაზიანების ან სხვა გართულებების გარეშე. ეს იყო დაახლოებით 15 წლის წინანდელი ამბავი", - განაცხადა თემურ გუგეშაშვილმა "იმედთან".

რაც შეეხება, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მკვლელის მიმართ გასროლა დოდო გუგეშაშვილმაც განახორციელა, თემურ გუგეშაშვილი ამ ვერსიას გამორიცხავს.

"გამოვრიცხავ, რომ დოდოსაც ესროლა. დოდოს რომ მოესწრო და ესროლა, ის ვეღარ გაისროდა", - განაცხადა თემურ გუგეშაშვილმა.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს მათსავე საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში რჩება.

ხილეთ ვიდეო: "დოდოს რომ მოესწრო და გაესროლა, ის ვეღარ გაისვრიდა" - გუგეშაშვილის ძმის თქმით, დედა-შვილზე თავდასხმა შესაძლოა 15 წლის წინ მომხდარს უკავშირდებოდეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ