უკრაინის დროშის ქვეშ მცურავი გემი AKKORD-ი დააკავეს

უკრაინის დროშის ქვეშ მცურავი გემი AKKORD-ი დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ფოთის ბაზის თანამშრომლებმა უკრაინის დროშის ქვეშ მცურავი გემი AKKORD-ი დააკავეს.

უკრაინის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი AKKORD-ი, მესაზღვრეებმა წუხელ დააკავეს. ქართული მხარე გემის კაპიტანს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნაოსნობის წესების დარღვევას, კერძოდ აფხაზეთის საზღვაო რაიონში შესვლას ედავება. მცურავი საშუალება უკრაინიდან ფოთის პორტში მოდიოდა. იგი ხორბლითაა დატვირთული. ეკიპაჟის 12 წევრიდან ერთი რუსეთის, დანარჩენი კი უკრაინის მოქალაქეა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე (საქართველოს სსკ-ის 322/1 პრიმა მუხლის II ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).

მოკვლევას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო აწარმოებს. სავარაუდოდ, გემი მეპატრონეს ჩამოერთმევა და იგი აუქციონზე გაიყიდება. ამჟამად AKKORD-ი ფოთის პორტის მე-12 ნავმისადგომზე დგას და გემზე არსებული ტვირთის დასაწყობება მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ