ხოდორკოვსკი: ”მედვედევი დიქტატურით ძლიერ ეკონომიკას ვერ ააშენებს”

ხოდორკოვსკი: ”მედვედევი დიქტატურით ძლიერ ეკონომიკას ვერ ააშენებს”

”იუკოსის” ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ ხოდორკოვსკი საპატიმროდან ”შპიგელს” ინტერვიუს აძლევს, სადაც ყვება, თუ როგორ დაიწყო ბიზნესი და იქცა დისიდენტად. 

ხოდორკოვსკის არ სჯერა, რომ კრემლს ის საპრეზიდენტო სავარძელზე პრეტენდენტად მიაჩნდა და ამიტომ ”ჩაძირა”. რუსეთში ებრაელს ამ სფეროში კონკურენცია არ შეუძლია და მას სერიოზულადაც არ განიხილავენ. ”ასეთი სურვილი არც გამომითქვავს, სულელი კი არ ვარ”, - განაცხადა ხოდორკოვსკიმ.

როგორც რუსეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა განაცხადა, რუსული პენიტენციური სისტემა ბრალდებულთა დახმარებას კი არა, პირიქით, მათ გატეხვას ცდილობს. მიუხედავად ციხის მძიმე პირობებისა, მისი თქმით, წარსულში დაბრუნება რომ შეეძლოს, საზღვარგარეთ გაქცევას არ შეეცდებოდა. ”პატივი კეთილდღეობაზე მეტია”, - განაცხადა ხოდორკოვსკიმ.

მან ისიც გაიხსენა, როგორ მიაღწია წარმატებას ბიზნესში. ეს ყველაფერი 1987 წელს დაიწყო. ხოლო 1996 წელს მთელი თავისი დანაზოგი ნახევრად გავერანებულ ”იუკოსში” ჩადო.

ხოდორკოვსკი არ მალავს, რომ კანონის სუსტ წერტილებს ბიზნესში სათავისოდ იყენებდა და უკანონობისა და კანონის ზღვარზე ახერხებდა ბალანსირებას. მაგრამ მისი აზრით, მისი დაპატიმრების მიზეზი, არა ფინანსური დარღვევები, არამედ ”იაბლოკოსა” და ”მემარჯვენე ძალთა კავშირის” დაფინანსებაა. 

ინტერვიუში ხოდორკოვსკი რუსეთის კრიზისიდან გამოსვლის გზებსაც შეეხო. მისი აზრით, მედვედევის ინიცირებული ტექნოლოგიური მოდერნიზაცია პოლიტიკური რეფორმის გარეშე შეუძლებელია. ”კარგი დიქტატურით არ შეიძლება ძლიერი სახელმწიფოს აშენება ძლიერი ეკონომიკით”, - აცხადებს ხოდორკოვსკი. 

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე