ტეხასის შტატის მცხოვრები ანა ფერმანოვა, სასჯელის შემსუბუქების მიზნით, შესაძლოა, გამოძიებასთან გარიგებაზე წავიდეს. ფერმანოვას აშშ-ის ხელისუფლება ამერიკიდან რუსეთში ცეცხლსასროლი იარაღის ღამის ხედვის მოწობილობის უკანონო გადატანაში ადანაშაულებს.
ფერმანოვას საქმის პირველი მოსმენა მანჰეტენზე ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის ფედერალურ სასამართლოში გაიმართა. ამგვარი გარიგებისთვის მზად არის როგორც ბრალდებულის ადვოკატი, ასევე ბრალდების მხარე, იტყობინება ИТАР-ТАСС-ი.
წარმოშობით ლატვიელი ფერმანოვა ტეხასის შტატის ქალაქ პლეინოში მშობლების სახლში ცხოვრობს და ამჟამად შინა პატიმრობაში იმყოფება. პირობით გათავისუფლებისთვის 24 წლის ბრალდებულს 7,5 ათასი დოლარის გადახდა მოუხდა - ეს მხოლოდ 15%-ია იმ თანხისა, რომლის გადახდაც მას სასამართლომ გირაოს სახით დააკისრა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.