"იუკოსის" ექს-ხელმძღვანელი მიხეილ ხოდორკოვსკი მსოფლიოში გავლენიან პატიმართა შორის მეორე ადგილზეა. როგორც "ინოპრესა" იუწყება, სანამ პუტინი ქვეყნის სათავეშია, მიხეილ ხოდორკოვსკის, სავარაუდოდ, არ გაათავისუფლებენ, ვინაიდან ხოდორკოვსკისა და პუტინს პირადი კონფლიქტი აქვთ.
გავლენიან პატიმართა სიას 41 წლის ჩინელი ხუან გუანგუი უძღვება, რომელმაც ბიზნესი რადიომიმღებების გაყიდვით დაიწყო, ხოლო მოგვიანებით ელექტროტექნიკის მაღაზიათა უმსხვილესი ქსელის მფლობელი გახდა. 2008 წელს მას 14 წელი მიუსაჯეს.
მესამე ადგილზეა ომარ აბდელ რახმანი, რომელიც აშშ-ში იხდის სასჯელს და მუდმივი პატიმრობა აქვს მისჯილი. მას ტყუპ კოშკებზე პირველი ტერაქტის დაგეგმვაში ადანაშაულებენ.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.
.