საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია "ალ ქაიდას" ლიდერის უსამა ბენ ლადენის ყოფილ მზარეულსა და მძღოლს აშშ-ში 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
განაჩენი გუანტანამოში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზის ტრიბუნალმა გამოიტანა, თუმცა 50 წლის იბრაჰიმ ალ-კოზი საკანში გაცილებით ნაკლებ დროს დაჰყოფს, რადგან გამოძიებასთან თანამშრომლობას დათანხმდა და სამხედრო გამომძიებლებს საქმე გაუადვილა.
სუდანელმა "ალ ქაიდასთან" დანაშაულებრივ კავშირსა და მისთვის მატერიალური დახმარების გაწევაში თავი დამნაშავედ ივლისში სცნო. სასამართლოსთან გარიგების დეტალები რამდენიმე თვის განმავლობაში გასაიდუმლოებული დარჩება, თუმცა ტელეარხი "არ-არაბია" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ალ-კოზი პატიმრობაში მხოლოდ 2 წელს გაატარებს.
თავის სამშობლოში ალ-კოზი ბუღალტრად მუშაობდა. სწორედ სუდანის დედაქალაქში გაიცნო მან ბენ ლადენი და 1996 წელს ავღანეთში გაჰყვა. ალ-კოზი 2001 წლის დეკემბერში დააკავეს, მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი კი 2004 წელს დაიწყო.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.